ნავიგაცია

ძიება საიტზე

სიახლეების კალენდარი

სასარგებლო ბმულები

სიახლეები

19 ნოემბერი 2018

მანდატურის სამსახური ფსიქო-სოციალური მომსახურების კომპონენტს აძლიერებს

მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე იმერეთში, გურიასა და აჭარაში ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგებს, სოციალურ მუშაკებსა და ფსიქიატრებს შეხვდა.

შეხვედრებზე მანდატურის სამსახურში ფსიქოლოგიური მომსახურების კომპონენტის გაძლიერების შესახებ იმსჯელეს და საქართველოს რეგიონებში ამ მომსახურებით სარგებლობის ხელმისაწვდომობისა და გაფართოების საკითხები განიხილეს.

როგორც გელა გელაძემ აღნიშნა, მანდატურის სამსახურის რეფორმირების პროცესში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახალი ფსიქო-სოციალური პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას, ასევე, ფართომასშტაბიან საინფორმაციო-საგანმანათლებლო და პრევენციულ კამპანიებს სკოლებში დანაშაულისა და ძალადობის წინააღმდეგ.

ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით, მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების 8 ცენტრი ფუნქციონირებს. ცენტრის მაღალკვალიფიციური ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები და ბავშვთა ფსიქიატრები უფასო ფსიქო-სოციალურ მომსახურებას სთავაზობენ მოსწავლეებს, მშობლებს, მასწავლებლებს და მათ ქცევითი, ემოციური პრობლემების იდენტიფიკაციასა და მართვაში ეხმარებიან.