ნავიგაცია

ძიება საიტზე

სიახლეების კალენდარი

სასარგებლო ბმულები

სიახლეები

10 აპრილი 2019

მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრს დაარსებიდან 6 წელი შეუსრულდა

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრს დაარსებიდან 6 წელი შეუსრულდა. ცენტრი 2013 წლის 10 აპრილს შეიქმნა და მისი მიზანია ემოციური და ქცევითი პრობლემების მქონე სკოლის ასაკის ბავშვების/მოზარდების და მათი მშობლების/მეურვეების ფსიქო-სოციალური მომსახურება.  

ამ დღესთან დაკავშირებით, მანდატურის სამსახურის უფროსმა, გელა გელაძემ ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგებს, სოციალურ მუშაკებსა და ფსიქიატრებს, მაღალი პროფესიონალიზმისა და სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის, მადლობის სიგელები გადასცა.

ბოლო პერიოდში, მანდატურის სამსახურში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, სასკოლო უსაფრთხოების პარალელურად, მაქსიმალურად ძლიერდება ფსიქო-სოციალური მომსახურების კომპონენტი. ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, უკვე არსებობს 8 ასეთი ცენტრი, რომელიც ფსიქო-სოციალურ მომსახურებას უწევს მოსწავლეებს, მათ მშობლებს, მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციას.

ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი ბენეფიციარებს სთავაზობს როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფური მომსახურების სერვისებს. ცენტრში, ფსიქოგანათლების კუთხით, ხორციელდება საინფორმაციო და საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრები მშობელთა ჯგუფებთანაც, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს მშობლის და შვილის ეფექტურ კომუნიკაციას, მათ შორის ნდობასა და პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობის განვითარებას.

ფსიქო-სოციალური  მომსახურების ცენტრის სერვისები არის უფასო. ცენტრში ფუნქციონირებს 24 საათიანი ცხელი ხაზი.