ნავიგაცია

ძიება საიტზე

სიახლეების კალენდარი

სასარგებლო ბმულები

სიახლეები

12 ნოემბერი 2018

მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელი რეგიონის მანდატურებს შეხვდა

მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელმა გელა გელაძემ რეგიონის  სკოლების მანდატურებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა და მათ დაგეგმილი სიახლეები გააცნო.

სამსახურის ხელმძღვანელსა და მანდატურებს შორის დაგეგმილი სიახლეების შესახებ შეხვედრამ კითხვა - პასუხის რეჟიმში ჩაიარა. შეხვედრები პერმანენტულად გაგრძელდება და მოიცავს ყველა რეგიონს, სადაც მანდატურის სამსახურია წარმოდგენილი.

ვრცლად >>
12 ნოემბერი 2018

მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელი მანდატურობის მსურველ კანდიდატებს შეხვდა

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელი  მანდატურობის მსურველ კანდიდატებს შეხვდა.  კონკურსის წესით შერჩეული კანდიდატები გაივლიან  მანდატურის მოსამზადებელ კურსებს, რომელიც  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანების საფუძველზე  დამტკიცდა. 

ვრცლად >>
06 ნოემბერი 2018

დონაციის აქციაში მანდატურის სამსახურის ადმინისტრაციამ და მანდატურებმა მიიღეს მონაწილეობა

6 ნოემბერს, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში „ჰემატოლოგიისა და ტრანზფუზიოლოგიის ინსტიტუტის“ სისხლის ბანკის უანგარო დონორთა აქცია მოეწყო.

სისხლის ჩაბარების აქცია სახელწოდებით “თქვენ დღეს სიცოცხლე გადაარჩინეთ“, მანდატურის სამსახურში ჩატარდა და მასში მონაწილეობა სამსახურის ადმინისტრაციამ და მანდატურებმა მიიღეს.

ვრცლად >>
04 ნოემბერი 2018

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილისა და მანდატურის სამსახურის ახალი ხელმძღვანელის სამუშაო შეხვედრა მანდატურებთან

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძემ და მანდატურის სამსახურის ახალმა ხელმძღვანელმა გელა გელაძემ თბილისის სკოლების მანდატურებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართეს და მათ დაგეგმილი სიახლეები გააცნეს.

ვრცლად >>
13 თებერვალი 2018

"უსაფრთხო სკოლის სახელმძღვანელოს" დანერგვა

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა შეიმუშავა „უსაფრთხო სკოლის სახელმძღვანელო“. აღნიშნული სახელმძღვანელო წარმოადგენს სკოლაში დარღვევათა და სხვადასხვა გადაუდებელ, კრიზისულ სიტუაციებში მოქმედების ინსტრუქციას. სახელმძღვანელოში, რომლის მიზანია უსაფრთხო სასკოლო გარემოს უზრუნველყოფა, მოცემულია სხვადასხვა სახის კრიზისული სიტუაციების დროს, სკოლის დირექტორებისათვის და მათ დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლებისათვის მოქმედების პროცედურები და რეკომენდაციები. „უსაფრთხო სკოლის სახელმძღვანელოში“ სიტუაციები დაყოფილია დონეებად, საფრთხის, ხარისხისა და მათზე რეაგირების მიხედვით. საფრთხის დონეებად დაყოფა უზრუნველყოფს შექმნილ ვითარებაში ორიენტაციას,სწრაფ რეაგირებასა და გასატარებელ ღონისძიებათა ეფექტურ დაგეგმვას. „უსაფრთხო სკოლის სახელმძღვანელოს“ დანერგვისათვის შეიქმნა ტრენინგ-მოდული, რომლის მიხედვითაც დაიწყო მანდატურების გადამზადება.

ვრცლად >>
08 დეკემბერი 2017

უსაფრთხო სკოლის სახელმძღვანელო

„უსაფრთხო სკოლის სახელმძღვანელო“ წარმოადგენს სკოლაში დარღვევათა და სხვადასხვა გადაუდებელ, კრიზისულ სიტუაციებში მოქმედების ინსტრუქციას.
სახელმძღვანელოს მიზანია შესაბამისი დროული და ეფექტური რეაგირება და უსააფრთხო სასკოლო გარემოს უზრუნველყოფა.
„უსაფრთხო სკოლის სახელმძღვანელოში“ მოცემულია სხვადასხვა სახის კრიზისული სიტუაციების დროს , სკოლის დირექტორებისათვის და მათ დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლებისთვის მოქმედების პროცედურები და რეკომენდაციები თუ რომელ სახელმწიფო სტრუქტურებს უნდა მიმართონ იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციის ძალებით ვერ ხერხდება პრობლემის მოგვარება ან/და სცდება მათ კომპეტენციას. 
სახელმწიფოს შესაბამისი ინსტიტუციების ჩართულობა და მათ შორის სწორი კოორდინაცია ხელს შეუწყობს პრობლემით გამოწვეული ზიანის შემცირებას.
„უსაფრთხო სკოლის სახელმძღვანელოში“ სიტუაციები დაყოფილია დონეებად, საფრთხის, ხარისხისა და მათზე რეაგირების მიხედვით. საფრთხის დონეებად დაყოფა უზრუნველყოფს შექმნილ ვითარებაში ორიენტაციას, სწრაფ რეაგირებასა და გასატარებელ ღონისძიებათა ეფექტურ დაგეგმვას.

ვრცლად >>
13 ივლისი 2017

დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის- „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ ფარგლებში, მანავის საზაფხულო ბანაკში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის თანამშომლებმა მანდატურებთან ერთად ჩაატარეს გაცნობითი/საინფორმაციო შეხვედრა ბავშებთან.

ვრცლად >>
24 აპრილი 2017

ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია საჯარო სკოლებში

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, ქ. თბილისისა და რეგიონის საჯარო სკოლებში გრძელდება მოსწავლეთა შორის, სხვადასხვა სახის სპორტული შეჯიბრებები და აქტივობები.

მანდატურის სამსახური, სკოლებში, უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფასთან ერთად სპორტული ღონისძიებების ორგანიზებასა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის ხელშეწყობას უზრუნველყოფს.

ვრცლად >>