ნავიგაცია

ძიება საიტზე

სიახლეების კალენდარი

სასარგებლო ბმულები

სიახლეები

31 ივლისი 2015

ტრენინგები თემაზე „ბავშვთა მიმართ ძალადობა - გადამისამართების პროცედურები ბავშვის დაცვის საჭიროების შემთხვევებში“

31 ივლისს ქალაქ გორში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ბავშვთა მიმართ ძალადობა - გადამისამართების პროცედურები ბავშვის დაცვის საჭიროების შემთხვევებში“

ვრცლად >>
30 ივლისი 2015

ტრენინგები თემაზე „ბავშვთა მიმართ ძალადობა - გადამისამართების პროცედურები ბავშვის დაცვის საჭიროების შემთხვევებში“

30 ივლისს დაიწყო ტრენინგები თემაზე „ბავშვთა მიმართ ძალადობა - გადამისამართების პროცედურები ბავშვის დაცვის საჭიროების შემთხვევებში“. პროგრამის განმახორციელებელი არის მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი (სამმართველო) . პროექტი მომზადდა “საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის“ ხელშეწყობით. სამიზნე ჯგუფებს (ბენეფიციარებს) წარმოადგენენ მანდატურები მთელი საქართველოს მასშტაბით. ისეთ სკოლებში, სადაც არ ჰყავთ მანდატურები, სკოლიდან თითო წარმომადგენელი (დირექტორი/სასწავლო ნაწილი/მასწავლებელი) გაივლის აღნიშნულ სატრენინგო კურსს. ტრენინგი 2 დღიანია.

ვრცლად >>
28 ივლისი 2015

ყოველწლიური წვეულება

მანდატურის სამსახური ბერი ანდრიას ფონდის იუბილეზე მიიწვიეს. ყოველწლიურად დედა თინათინი ფონდის ბავშვებისთვის წვეულებას მართავს და იწვევს ყველა იმ კერძო პირსა თუ ორგანიზაციას, რომლებიც ამ ბავშებს გვერდში უდგას.  მანდატურის სამსახური ამ დიდი ოჯახის საპატიო წევრია და ზრუნავს სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშებზე. დედა თინათინმა მადლობის სიგელი გადასცა მანდატურის სამსახურს. მანდატურის სამსახური თითოეულ პატარას ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს.

ვრცლად >>
17 ივლისი 2015

მანდატურებმა მადლობის სიგელები მიიღეს

13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში აქტიური მონაწილეობისთვის, 6 605-მა საჯარო მოხელემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მადლობის სიგელი მიიღო, მათ შორის იყვნენ ჩვენი მანდატურები

ვრცლად >>
23 ივნისი 2015

საკალათბურთო ტურნირი „ვითამაშოთ კალათბურთი - საქართველო“

მთაწმინდის პარკში გაიმართა ქართველი და ამერიკელი სკოლის მოსწავლეების მიერ დაკომპლექტებული საკალათბურთო გუნდების პირველი ტურნირი „ვითამაშოთ კალათბურთი - საქართველო“. ამ ტურნირისთვის, სპეციალურად ნიუ იორკის შტატის ორი ქალაქიდან, ალბანი და ბაფალო ჩამოვიდნენ გოგონათა და ვაჟთა სკოლის საკალათბურთო გუნდები. ტურნირში მონაწილე ქართული საკალათბურთო გუნდები 2015 წელს ჩამოყალიბდა. ისინი დაკომპლექტებულია თბილისისა და რუსთვის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებით, რომლებსაც ავარჯიშებდნენ და მეურვეობდნენ სკოლის მანდატურები, ხოლო მათთან პერიოდულად სტუმრობდა სამართალდამცავი და გუნდის წევრ მოზარდებს ესაუბრებოდა ცხვორების ჯანსაღი წესის, საზოგადოებრივი წესრიგის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. 

 პროექტში ჩართულია თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, ზუგდიდისა და სენაკის საკალათბურთო გუნდები.

ვრცლად >>
17 ივნისი 2015

საქველმოქმედო აქცია 13 ივნისს დაზარალებულთათვის

დღეს, სამინისტროს ინიციატივით აქცია „გაუზიარე“ დაიწყო. აქციის ფარგლებში სამინისტროს და მის დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ების თანამშრომლებმა და მათმა შვილებმა სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისათვის, განსაკუთრებით კი ბავშვებისათვის სათამაშოები, წიგნები, სახატავი რვეულები, ფანქრები და ჰიგიენის ნივთები შეაგროვეს.

ვრცლად >>
12 ივნისი 2015

პრაქტიკული სწავლება საგანგებო სიტუაციების დროს

დღეს N202 საჯარო სკოლას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები ეწვივნენ და პრაქტიკული სწავლება განახორციელეს თუ როგორ უნდა მოხდეს მოსწავლეების უსაფრთხო ევაკუაცია საგანგებო სიტუაციების დროს (მაგ: ხანძარი, მიწისძვრა).

ვრცლად >>
09 ივნისი 2015

თბილისის 147-ე საჯარო სკოლში საგანგებო სიტუაციების შტაბი შეიქმნა

თბილისის 147-ე საჯარო სკოლში საგანგებო სიტუაციების შტაბი შეიქმნა, რომელსაც სკოლის დირექციასთან და პედაგოგებთან ერთად, სკოლის მანდატური უხელმძღვანელებს. დღეს სკოლას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები ეწვივნენ და შტაბის წევრებთან ერთად, პრაქტიკული სწავლება განახორციელეს თუ როგორ უნდა მოხდეს მოსწავლეების უსაფრთხო ევაკუაცია საგანგებო სიტუაციების დროს (მაგ: ხანძარი, მიწისძვრა). სწავლებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დაესწრო.

ვრცლად >>