ნავიგაცია

ძიება საიტზე

სიახლეების კალენდარი

სასარგებლო ბმულები

22 მარტი 2019

2021 წლის ბოლომდე, ყველა საჯარო სკოლაში უსაფრთხოების წესით დადგენილი სტანდარტები დაინერგება

 

განათლების მაღალი ხარისხის მისაღწევად, საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხო და ზრუნვაზე ორიენტირებული გარემოს ხელშეწყობისა და განმტკიცების მიზნით, განათლების სფეროში უმნიშვნელოვანესი რეფორმები ხორციელდება. 
რეფორმების ფარგლებში, 2018 წლის ზაფხულიდან, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ არასამთავრობო სექტორთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით დოკუმენტი  - „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები“ შეიმუშავა, რომელიც 2019 წლის იანვრიდან შევიდა ძალაში და რომლის საფუძველზე, 2021 წლის ბოლომდე, უკლებლივ ყველა საჯარო სკოლაში უსაფრთხოების წესით დადგენილი სტანდარტები დაინერგება.

 

 

ვრცლად >>
21 მარტი 2019

მანდატურები, მოსწავლეებთან ერთად, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გალაქტიონ ტაბიძის სახელობის თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში სხვადასხვა შემეცნებითი ხასიათის ღონისძიება ჩატარდა, რომელშიც, მოსწავლეებთან ერთად, მანდატურებმაც მიიღეს მონაწილეობა.

„არავინ დატოვო მიღმა“ - ამ სლოგანით სკოლის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია-პერფორმანსი და სკოლის მოსწავლეთა მიერ შესრულებული ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა გაიმართა, ასევე, შედგა დოკუმენტური ფილმის ჩვენება და დისკუსია დაუნის სინდრომის თემაზე.

ვრცლად >>
15 მარტი 2019

მანდატურის სამსახურის უფროსი რეგიონების მანდატურებთან შეხვედრებს აგრძელებს

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე კახეთში, შიდა ქართლსა და იმერეთში საჯარო სკოლების მანდატურებს შეხვდა და სამსახურში მიმდინარე რეფორმები დეტალურად გააცნო.

მანდატურებთან სამუშაო შეხვედრის დროს, „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები“ განიხილეს. აღნიშნული დოკუმენტი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე შემუშავდა და ის მთლიანად არის ორინეტირებული უსაფრთხოებასა და პრევენციაზე.

ვრცლად >>
07 მარტი 2019

თბილისის საჯარო სკოლებში მანდატურებისა და მართლწესრიგის ოფიცრების შეხვედრები მოსწავლეებთან გრძელდება

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები, მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგები და შსს-ს მართლწესრიგის ოფიცრები თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან და პედაგოგებთან შეხვედრებს აგრძელებენ. მიმდინარე კვირას საინფორმაციო შეხვედრები თბილისის პირველ ექსპერიმენტალურ, 102-ე და 151-ე საჯარო სკოლებში გაიმართა. შეხვედრებს მანდატურის სამსახურის უფროსი, გელა გელაძეც ესწრებოდა, რომელმაც მანდატურის სამსახურში მიმდინარე რეფორმების შესახებ მცირე პრეზენტაცია წარმოადგინა.

ვრცლად >>
06 მარტი 2019

მანდატურის სამსახურმა საჯარო სკოლებში უსაფრთხოებაზე უფლებამოსილი პირების გადამზადება დაიწყო

საქართველოს საჯარო სკოლებში, სადაც მანდატურები ამ ეტაპზე წარმოდგენილი არ არიან, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე უფლებამოსილი პირების გადამზადება დაიწყო.

პირველ ეტაპზე, განახლებული მოდულით, ტრენინგები შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში ჩატარდა. ტრენინგის მიზანია უფლებამოსილი პირებისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების გაცნობა. გადამზადების შემდეგ, საგანმანათლებლო დაწესებულების უფლებამოსილ პირებს შეეძლებათ სკოლაში მომხდარი დარღვევების იდენტიფიცირება, სხვადასხვა გადაუდებელ, კრიზისულ სიტუაციაში დროული და ეფექტური რეაგირება, ძალადობის მსხვერპლი ან ძალადობის რისკის ქვეშ მყოფი ბავშვის ქცევითი, ემოციური და ფიზიკური ნიშნების ამოცნობა და ძალადობის მსხვერპლი ბავშვის გადამისამართება შესაბამის, უფლებამოსილ სტრუქტურებში.

ვრცლად >>
28 თებერვალი 2019

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის განცხადება

 
28 თებერვალს თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მანდატურს შეატყობინეს მათი თანაკლასელი გოგონას მხრიდან შესაძლო სუიციდის მცდელობის შესახებ. კერძოდ, გოგონამ სატელეფონო შეტყობინებით თანაკლასელს აცნობა, რომ სკოლაში მისვლამდე, სუიციდის მიზნით, მედიკამენტები მიიღო და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა. შემთხვევა დღეს დილით, სასწავლო პროცესის დაწყების შემდეგ მოხდა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მანდატურმა დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება, უმოკლეს დროში მოძებნა გოგონა, გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და ფაქტის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეატყობინა. ამჟამად, მოზარდის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
საქმეში ასევე ჩაერთო მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი. მოზარდთან მაღალკვალიფიციური ფსიქოლოგები იმუშავებენ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
ვთხოვთ ყველა საინფორმაციო საშუალებას, საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, გამოძიების დასრულებამდე, თავი შეიკავონ აღნიშნული ფაქტის ინტერპრეტირებისა და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან.

 

 

ვრცლად >>
22 თებერვალი 2019

მანდატურის სამსახურის უფროსი თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებს შეხვდა

თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე, ამავე სამსახურის ფსიქოლოგიური მომოსახურების ცენტრის ფსიქოლოგები, მანდატურები და შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლწესრიგის ოფიცრები მონაწილეობდნენ. გელა გელაძემ სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებს, მშობლებსა და პედაგოგებს მანდატურის სამსახურში, საგანმანათლებლო დაწესებულებების უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით მანდატურის სამსახურში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. „ჩვენი მთავარი ამოცანაა, მანდატურის სამსახური იყოს უფრო მეტად ზრუნვაზე და პრევენციაზე ორიენტირებული ინსტიტუტი. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ შევიმუშავეთ თვისობრივად განსხვავებული მიდგომები. მანდატურის სამსახურში, ჩვენ მაქსიმალურად ვაძლიერებთ ორ მიმართულებას - უსაფრთხოების კომპონენტს და არსებულ ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრს. სწორედ, ამ ორი უმნიშვნელოვანესი მექანიზმით, მანდატურის სამსახური წარმოადგენს ძალადობის პრევენციისა და რეაგირების საუკეთესო საშუალებას“, - აღნიშნა გელა გელაძემ.

ვრცლად >>
სიახლეების არქივისიახლეების არქივი